premiere

წესები და პირობები

წესები და პირობები

 

წინამდებარე დოკუმენტში თქვენ ეცნობით შპს „პრემიერ ჯგუფი“ (ს/კ: 415101428) (შემდგომში „კომპანია“) კუთვნილი ვებ-გვერდის WWW.PREMIERE.GE-ის, მოხმარების წესებსა და პირობებს.


ამ წესების და პირობების გაცნობით, ჩვენ გვსურს, მოგაწოდოთ ის მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელიც დაკავშირებულია საიტის მომხმარებელსა და მოხმარებასთან. იმ შემთხვევაში, თუ თქვენ სარგებლობთ ჩვენი ვებ-გვერდებით, ეს იმას ნიშნავს, რომ ეთანხმებით ჩვენი ვებ-გვერდის გამოყენების პირობებს.

 

• ზოგადი წესები და მოქმედების სფერო

საიტის გამოყენების წესები და პირობები წარმოადგენს იურიდიული ძალის მქონე ხელშეკრულებას თქვენსა და კომპანიას შორის. თქვენ მიერ სერვისებით სარგებლობის ფაქტი ავტომატურად მოგაქცევთ საიტის გამოყენების წესების და პირობების მოქმედების სფეროში და გულისხმობს იმას, რომ თქვენთვის ცნობილია საიტის გამოყენების წესები და პირობები და სრულად ეთანხმებით მათ. საიტის გამოყენების წესებისა და პირობების მოქმედება თანაბრად ვრცელდება სერვისის მომხმარებელზე, იმის მიუხედავად, თუ რომელი ტექნიკური საშუალების გამოყენებით ხდება სერვისებზე წვდომის მოპოვება, იქნება ეს ვები (WWW), მობილური ტელეფონი, RSS არხი, მესამე პირების მიერ შექმნილი საკომუნიკაციო პლატფორმები თუ სხვა ნებისმიერი საშუალება.

 

18 წლამდე არასრულწლოვან პირებს ეკრძალებათ „WWW.PREMIERE.GE“–ით სარგებლობა. ჩვენ განზრახ არ ვინახავთ ან ვაგროვებთ ინფორმაციას 18 წლამდე პირებისაგან. არასრულწლოვანთა პირადი ინფორმაციის დაცვა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. შესაბამისად, თუ ჩვენ გავიგებთ, რომ მომხმარებელი არის 18 წლამდე ასაკის პირი, გავატარებთ შესაბამის ღონისძიებებს, რათა წავშალოთ ამ მომხმარებლის პირადი ინფორმაცია მონაცემთა ბაზიდან. სარგებლობთ რა „WWW.PREMIERE.GE“–ით, თქვენ აქვე ადასტურებთ, რომ ხართ სულ მცირე 18 წლის.

 

• ტერმინთა განმარტება:

1.1.  წინამდებარე პირობებში გამოყენებულ ტერმინებსა და განმარტებებს გააჩნიათ ქვემოთ განსაზღვრული მნიშვნელობა. ეს არ ეხება იმ შემთხვევებს, როდესაც დოკუმენტის კონტექსტიდან აშკარად სხვა რამ არ გამომდინარეობს: 

1.1.1.  ანგარიში –  მომხმარებლის მიერ ვებ-გვერდზე რეგისტრირებული ანგარიში;

1.1.2.  ავტორიზაცია – მომხმარებლის მიერ პირად ანგარიშზე წვდომა;

1.1.3.  გამოყენების წესები – წინამდებარე წესები; 

1.1.4.  ვებ-გვერდი –  WWW.PREMIERE.GE, რომლის მეშვეობითაც ხდება სხვადასხვა მომსახურების გაწევას; 

1.1.5.  მომხმარებელი, მომხმარებლები – WWW.PREMIERE.GE-ზე რეგისტრირებულ ანგარიშ(ებ)ს. 

1.1.6.  კომპანია - WWW.PREMIERE.GE-ს მფლობელი კომპანია - შპს „პრემიერ ჯგუფი“, რომელიც რეგისტრირებულია და არსებობს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საიდენტიფიკაციო კოდი: 415101428, რეგისტრირებული მისამართი: საქართველო, ქ.თბილისი, ვასილ ბარნოვის 76 

1.1.7.  მხარეები – კომპანიასა და მის მომხმარებლებს; 

1.1.8.  ოპერაცია – მომხმარებლის მიერ პირად ანგარიშთან ან/და მომსახურებებთან დაკავშირებით განხორციელებული ნებისმიერი ოპერაცია. 

1.1.9.  უნივერსალური იდენტიფიკატორები – WWW.PREMIERE.GE -ს მომხმარებლების მონაცემების ერთობლიობა, რომელთა გამოყენებითაც იგი რეგისტრირდება იდენტიფიკაციის სისტემაში და ეძლევა შესაძლებლობას, ისარგებლოს WWW.PREMIERE.GE-ს დისტანციური მომსახურებებით ან/და დისტანციური მომსახურების არხებით; 

1.1.10.  წვდომის კოდ(ებ)ი – კოდები, პაროლები, მომხმარებლის სახელი, საიდენტიფიკაციო კოდი, უნივერსალური იდენტიფიკატორები და/ან სხვა სახის კონფიდენციალური ინფორმაცია, რომელიც მომსახურებასთან წვდომისთვის WWW.PREMIERE.GE -მ, შესაძლოა, მიაწოდოს მომხმარებელს;

1.2.  მხოლოობითი რიცხვის აღმნიშვნელი სიტყვები ნიშნავს მრავლობითს და პირიქით, სადაც კონტექსტი იძლევა ამის საშუალებას.

 

• რას ნიშნავს ვებ-გვერდით სარგებლობა:

წინამდებარე ვებ-გვერდის საშუალებით თქვენ გაქვთ შესაძლებლობა: გაეცნოთ ინფორმაციას საიტზე განთავსებული პროდუქციის შესახებ, შეიძინოთ თქვენთვის სასურველი პროდუქტი, გადაიხადოთ ღირებულება (შემდგომში – სერვისები).

ონლაინ შეძენილი პროდუქცია არის იდენტური ფიზიკური არხით გაცემული პროდუქციისა და მისი გაყიდვის წესები ექვემდებარება საქართველოში მოქმედ კანონმდებლობას.

 

• ინფორმაცია, რომელსაც თქვენ გვაწვდით:

პროდუქციის შეძენის პროცესში, თქვენ გვაწვდით ინფორმაციას, რომლის საფუძველზეც ხდება შეკვეთის გაფორმება. იმ შემთხვევაში თუ თქვენ მოგვაწვდით არასწორ ინფორმაციას ჩვენ მიერ საიტის საშუალებით დასმულ შეკითხვაზე, ვიტოვებთ უფლებას, უარი განვაცხადოთ ზარალის ანაზღაურებაზე ან/და გაგიუქმოთ შეკვეთა. 

 

• მომხმარებლის ანგარიშის გახსნა და გამოყენება:

WWW.PREMIERE.GE -ს მომსახურებით მყიდველის მიერ სარგებლობისათვის:

 

• იდენტიფიკაციის სისტემაში რეგისტრირებული უნივერსალური იდენტიფიკატორები:

 

• ავტორიზაცია:

 

• კლიენტის მიერ სასურველი პროდუქტის შერჩევა, შეკვეთის განთავსება და მიღება:

  

• WWW.PREMIERE.GE -სა და მომხმარებელს შორის ანგარიშსწორება:  

 

• საავტორო უფლებები:

ის მასალა, რომელიც განთავსებულია ვებ-გვერდზე, მათ შორის ჩვენი სავაჭრო ნიშნ(ებ)ი, ლოგო, განკუთვნილია არაკომერციული გამოყენებისთვის, დაცულია საავტორო უფლებებით, წარმოადგენს შპს „პრემიერ ჯგუფის“ ინტელექტუალური საკუთრების ობიექტს და მათზე სრულად ვრცელდება შპს „პრემიერ ჯგუფის“ საკუთრების, საავტორო და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა თანმდევი ქონებრივი და არაქონებრივი უფლება.

აკრძალულია ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციის მთლიანად ან ნაწილობრივ გამოქვეყნება, რეპროდუქცირება, დისტრიბუცია, მოდიფიცირება, გარდაქმნა, გადაცემა, შენახვა ან/და ნებისმიერი სხვა ფორმითა და საშუალებით ექსპლოატაცია.

 

• პასუხისმგებლობის შეზღუდვა: 

თქვენ თანხმდებით, რომ გაქვთ თავისუფალი არჩევანი, ისარგებლოთ თუ არა კომპანიის ვებ-გვერდითა და მომსახურებით და ამას აკეთებთ თქვენი გადაწყვეტილებით, დისკრეციითა და რისკით.

კომპანია უზრუნველყოფს თქვენს წვდომას ვებ-გვერდზე და მომსახურების გაწევას წინამდებარე წესებისა და პირობების შესაბამისად. კომპანია არავითარ სხვა დაპირებასა და გარანტიას არ იძლევა მომსახურებასთან ან/და რაიმე პროდუქტთან, სერვისთან დაკავშირებით, რომელიც შეადგენს მომსახურების ნაწილს. შესაბამისად, გამოირიცხება (კანონით დადგენილ ფარგლებში) კომპანიის პასუხისმგებლობა აღნიშნულთან დაკავშირებით (მათ შორის, დამაკმაყოფილებელი ხარისხი ან/და თქვენს მიზნებთან შესაბამისობა). კერძოდ, ჩვენ არ ვიძლევით გარანტიას, რომ ვებ-გვერდი ან/და მომსახურება იქნება მუდმივად ხელმისაწვდომი ან არ ექნება პროგრამული შეცდომები, ვირუსები ან სხვა შეცდომები.

თქვენ ადასტურებთ, რომ კომპანია არ იქნება პასუხისმგებელი თქვენს ან მესამე პირის წინაშე რაიმე ცვლილების, ვებ-გვერდზე წვდომის შეზღუდვის ან შეწყვეტის შემთხვევაში.

თქვენ ეთანხმებით, რომ იმ შემთხვევაში, თუ კომპანიის ვებ-გვერდი არ იმუშავებს გამართულად, ოპერაციის/ტრანსაქციის შეფერხების ან/და შეწყვეტის, მონაცემების ან კონტაქტის, ან ხაზების დაკარგვის, ან დაზიანების, მესამე პირთა მიერ საიტის ან მისი შემადგენლობის მესამე პირთა მიერ უკანონო გამოყენების, ან ნებისმიერ ჩვენს კონტროლს მიღმა არსებული გარემოების შემთხვევაში:

WWW.PREMIERE.GE პასუხისმგებელია: 

 

• ნივთის შეძენა, მიწოდების, მიღების და დაბრუნების წესი:

მომხმარებელი WWW.PREMIERE.GE -ს საშუალებით შეძენილი პროდუქციის მიღებას შეძლებს წინასწარ განსაზღვრული მიტანის სერვისის წესების მიხედვით.

შეძენილი პროდუქტის მიმღები/ჩამბარებელი შეიძლება იყოს:

თუ მომხმარებელი პირადად არ იბარებს შეძენილ პროდუქტს და სურს, რომ მის ნაცვლად ჩაიბაროს სხვა პირმა, ასეთ შემთხვევაში მან კომპანიას უნდა მიაწოდოს ჩამბარებლის პირადი მონაცემები. კერძოდ: სახელი, გვარი, ტელეფონის ნომერი და მისამართი, რათა კომპანიამ მოახდინოს ჩამბარებლის სწორად იდენტიფიცირება და პროდუქტის ჩაბარება.

WWW.PREMIERE.GE უფლებას იტოვებს ნებისმიერ დროს გააუქმოს მომხმარებლის მიერ განხორციელებული შეკვეთა. 

 

• პროდუქციის მიწოდების პირობები:

საიტზე დარეგისტრირებითა და შეკვეთის განხორციელებით, თქვენ ავტომატურად ეთანხმებით საიტის წესებსა და პირობებს. რეგისტრაციით თქვენ ქმნით საკუთარ პროფილს, ირჩევთ პაროლს, ელ.ფოსტას მის სამართავად და უთითებთ საკონტაქტო ნომერს ტრანსპორტირების განსახორციელებლად. ინფორმაციის კონფიდენციალურობა დაცულია WWW.PREMIERE.GE -ის მიერ.

WWW.PREMIERE.GE -ზე პროდუქციის შეძენამდე, გთხოვთ, დეტალურად გადახედოთ პროდუქტის შესახებ ინფორმაციას/დახასიათებას, სპეციფიკაციებსა და ფასებს.

 

• ფასები:

ვებ-გვერდზე მოცემული პროდუქტის ფასი მოცემულია ლარებში დღგ-ს ჩათვლით. ფასები შესაძლოა შეიცვალოს ნებისმიერ დროს კომპანიის მიერ.

 

• შეკვეთა:

შეკვეთის დაფიქსირების შემდეგ, თქვენ მიიღებთ ავტომატურ დადასტურებას SMS-შეტყობინების სახით და ელ-ფოსტის მეშვეობით. შეკვეთის გაფორმების შემდეგ ჩვენი ოპერატორი დაგიკავშირდებათ და გადაამოწმებს შეკვეთას, ამის შემდეგ მოხდება ტრანსპორტირება.

 

• ადგილზე მიტანა:

 

• პროდუქციის დაბრუნების პირობები:

 

 

• პირადი ანგარიშის დახურვა და სარგებლობის შეზღუდვა:

WWW.PREMIERE.GEუფლებამოსილია მომხმარებელს ცალმხრივად, ელექტრონულ ფოსტაზე გაგზავნილი შეტყობინების საშუალებით, შეუწყვიტოს ან შეუზღუდოს ვებ-გვერდით სარგებლობის უფლება, თუ მიიჩნევს, რომ დაირღვა წინამდებარე წესებისა და პირობების მოთხოვნები. აღნიშნულ შემთხვევაში, ანგარიშის დახურვა  ან სარგებლობის შეზღუდვა ხდება ამ მუხლით განსაზღვრული შეტყობინების ჩაბარების მომენტიდან.

იმ შემთხვევაში, თუ კომპანია განსაზღვრული მიზეზით დახურავს ანგარიშს ან შეზღუდავს მის გამოყენებას, მომხმარებელი არ არის უფლებამოსილი თავისი ან სხვისი სახელით შექმნას ახალი ანგარიში.

მომხმარებელი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს შეწყვიტოს WWW.PREMIERE.GE-ს გამოყენება, რაც არ იწვევს წინამდებარე დოკუმენტით გათვალისწინებული კონფიდენციალურობის ვალდებულების შეწყვეტას. 

 

 

• ცვლილებები:

კომპანია უფლებამოსილია ნებისმიერ დროს შეიტანოს ცვლილება წინამდებარე წესებსა და პირობებში. ასევე, შესაძლებელია მოხდეს ვებ-გვერდის რედიზაინი ან შეიცვალოს განთავსებული პროდუქციის ტარიფები. კომპანიას არ აქვს ვალდებულება გაცნობოთ იმის შესახებ, თუ რა შეიცვალა ვებ-გვერდზე. 

 

 

• მოქმედი კანონმდებლობა და დავების გადაწყვეტა:

საიტის გამოყენების წესები და პირობები რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით და უნდა განიმარტოს მის შესაბამისად, მიუხედავად იმისა, მომხმარებელი ცხოვრობთ თუ არა საქართველოში. კომპანისს წინააღმდეგ მიმართული ყოველგვარი სარჩელი და ნებისმიერი დავა, რომელიც წარმოიშვება ან დაკავშირებულია მომხმარებლის მიერ კომპანიის სერვისებით სარგებლობასთან, ასევე ამ საიტის გამოყენების წესების და პირობების დებულებებთან, მომხმარებლის მიერ უნდა წარედგინოს მხოლოდ საქართველოს სასამართლოებს.

 

• ფორს-მაჟორი:

როგორც კომპანია, აგრეთვე, რეგისტრირებული მომხმარებელი, თავისუფლდებიან პასუხისმგებლობისაგან, თუ წინამდებარე წესებისა და პირობების შეუსრულებლობა გამოწვეულია რომელიმე მათგანის მხარეს დაუძლეველი ძალის მოქმედებით;

ფორს-მაჟორულ ვითარებაში იგულისხმება: სტიქიური უბედურებები, ხანძარი, მასობრივი არეულობები, გაფიცვები, საომარი მოქმედებები ან მხარეებისაგან დამოუკიდებელი სხვა გარემოებები;

ვებ-გვერდის (WWW.PREMIERE.GE) მიზნებისთვის ფორს-მაჟორულ ვითარებად განიხილება, აგრეთვე, პროგრამის, საიტის სერვერის ან საიტის სისტემის დაზიანება ან/და კიბერშეტევა, რაც იწვევს საიტის ნორმალური ფუნქციონირების შეუძლებლობას ან/და შეფერხებას;

თითოეული მხარე ვალდებულია, ფორს-მაჟორული მდგომარეობის წარმოშობიდან არაუგვიანეს 24 საათისა, აცნობოს მეორე მხარეს ამგვარი გარემოებების წარმოშობის შესახებ და თუ შესაძლებელია, წარუდგინოს მისი დამადასტურებელი დოკუმენტაცია; გარდა ამისა, შეძლებისდაგვარად იზრუნოს ამგვარი გარემოებების აღმოფხვრაზე;

მხარეთა შეთანხმებით ხელშეკრულება ჩვეულებრივ გრძელდება ფორს-მაჟორული ვითარების აღმოფხვრის შემდეგ.

 

• საკონტაქტო ინფორმაცია:

ნებისმიერი შეკითხვის არსებობის შემთხვევაში, რაც უკავშირდება წინამდებარე წესებსა და პირობებს და ვებ-გვერდზე მითითებულ ინფორმაციას, გთხოვთ, კომპანიას მიმართოთ წერილობითი სახით მისამართზე: ქ. თბილისი, ვასილ ბარნოვის 76, ცხელ ხაზზე +(995) 571 88 88 18 ან ელექტრონული ფოსტის მისამართზე: info@premiere.ge